პედაგოგიური პრაქტიკის
კვლევა
„არამხატვრული ტექსტების
გაგება–გააზრების პრობლემა და მისი გაუმჯობესების
გზები“
კვლევის ავტორი: გურჯაანის
მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნონა გეთიაშვილი
2018–1019 სასწ.წ.
სარჩევი
შესავალი ................................................................................................................... 3
თავი I
1.1. მოკლე
ინფორმაცია კლასის შესახებ ............................................................... …..4
1.2. რა
სირთულე გამოიკვეთა, პრობლემა და საკვლევი საკითხი .................... .4
1.3. პრობლემის
გამომწვევი სავარაუდო მიზეზები ............................................. .5
1.4. კვლევის მიზანი
.................................................................................................... .5
1.5. კვლევის ამოცანა
.................................................................................................... 5
თავი II
2.1.
საკვლევი თემის მნიშვნელობა
და აქტუალობა ....................................................6
თავი 3
3.1. ლიტერატურის მიმოხილვა
.....................................................................................7
თავი IV
მეთოდოლოგია
4.1.
კვლევის სამიზნე ჯგუფი.......................................................................................... 9
4.2.
შერჩევა ......................................................................................................................9
4.3.
კვლევის მეთოდები და მონაცემების შეგროვება
................................................
9
4.4.
კვლევის კალენდარი .............................................................................................. 10
თავი V
5.1. ინტერვენციების აღწერა და მათი
შედეგები .................................................... 11
თავი VI
6.1. კვლევის პირველადი შედეგები
და ანალიზი................................................... .14
6.2. მეორადი მონაცემების ანალიზი
............................................................................16
თავი VII
7.1. კვლევის
მიგნებები ..................................................................................................17
7.2.რეკომენდაციები
.......................................................................................................17
7.3. თვითკრიტიკა
...........................................................................................................18
თავი VIII
დასკვნა
...........................................................................................................................18
კვლევის შედეგების
გაზიარება......................................................................................19
დანართები
......................................................................................................................19
ბიბლიოგრაფია
...............................................................................................................25
რეფლექსია
....................................................................................................................25
შესავალი
ნაშრომი წარმოადგენს კაჭრეთის
საჯარო სკოლის VIIბ-VIIIბ
კლასკომპლექტში განხორციელებული პრაქტიკული კვლევის
ანგარიშს.
მასში განხილულია არამხატვრული ტექსტის გაგება-გააზრებასთან დაკავშირებით
წარმოქმნილი პრობლემები, მისი
გამომწვევი სავარაუდო მიზეზები, ინტერვენციები, შედეგების ანალიზი და რეკომენდაციები.
ეროვნული სასწავლო
გეგმის მიხედვით VII-VIII კლასში მოსწავლეს უნდა შეეძლოს სხვადასხვა სახის
მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება–გაანალიზება, მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების
გამოხატვა და ახსნა.
წაკითხულის
გააზრების უნარ-ჩვევის განვითარება სწავლა-სწავლების ყველა ეტაპზე თანაბრად
აქტუალურია. მასწავლებელთა უმეტესობა კარგად იცნობს კითხვის სწავლების მეთოდიკას,
ფლობს საკმაო თეორიულ ცოდნას, რომელსაც წარმატებით იყენებს პრაქტიკაში.
მნიშვნელოვანია, რომ ტექსტებზე მუშაობისას
მასწავლებელმა ხელი შეუწყოს მოსწავლეებს, კარგად დაფიქრდნენ, აწონ-დაწონონ
წაკითხული. მკითხველი
ტექსტთან ურთიერთობის უფრო მაღალ დონეზე ინაცვლებს, როდესაც იგი წაკითხული ტექსტის
კრიტიკულად და ანალიტიკურად გააზრებას იწყებს. კრიტიკული ანალიზი არის მკითხველის
ინტერაქცია ტექსტის იდეურ მხარესთან, მის მთავარ სათქმელთან და არა მასში
გადმოცემულ ინფორმაციასთან.
წაკითხულის გააზრების
მაღალ დონეს წარმოადგენს ასევე ტექსტის მთავარი იდეის, მასში წამოჭრილი
საკითხებისა და პრობლემების განზოგადების უნარიც. მოსწავლეები უნდა დაფიქრდნენ,
რამდენად მნიშვნელოვანია ტექსტში წამოჭრილი საკითხები და პრობლემები არა მხოლოდ
ავტორისათვის ან რომელიმე მკითხველისათვის, არამედ რა თვალსაზრისით ასახავს იგი
საზოგადო პრობლემებს და რამდენად ეხმიანება ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს.
იმისათვის, რომ დავეხმაროთ მოსწავლეს, გაიაზროს ტექსტი,
კითხვის პროცესში ყურადღება უნდა გავამახვილებინოთ დეტალებზე.
ნაშრომში წარმოდგენილია
არამხატვრული ტექსტების გაგება–გააზრების პრობლემა და მისი გაუმჯობესების გზები.
ორგანიზებულად
და თანმიმდევრულად გაგაცნობთ, რამ გამოიწვია აღნიშნული პრობლემა, რა აქტივობები განვახორციელე მიზნის მისაღწევად; მოგაწვდით ინფორმაციას ჩატარებული კვლევის მეთოდოლოგიის,
მონაცემთა ანალიზის, ინტერვენციისა და ჩემ
მიერ გაკეთებული დასკვნების
შესახებ.
1.1.
მოკლე ინფორმაცია კლასის შესახებ:
2018-2019 სასწავლო წელს სსიპ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის
საჯარო სკოლის VIIბ-VIIIბ კლასკომპლექტში სიით ირიცხება 9 მოსწავლე
(VIIბ-ში 6 მოსწავლე, VIIIბ–ში – 3), სსსმ მოსწავლე არ არის. მათ ვასწავლი მე–5 კლასიდან.
შესაბამისად, მოსწავლეებსა და მათ შესაძლებლობებს კარგად ვიცნობ.
კვლევა მიმდინარეობდა
2018-2019 სასწავლო წლის ოქტომბრიდან მაისის ჩათვლით.
1.2. გამოკვეთილი სირთულე, პრობლემა და
საკვლევი საკითხი
VII-VIII კლასების
ლიტერატურის სახელმძღვანელოებში გაერთიანებულია სხვადასხვა ჟანრისა და თემატიკის შემცველი
როგორც მხატვრული, ასევე არამხატვრული ტექსტები. მე–7 კლასში ქართული ლიტერატურის შესწავლა
იწყება ილია ჭავჭავაძის სიტყვით, რომელიც წარმოთქვა
წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის გახსნაზე. შევამჩნიე, რომ მოსწავლეებს გაუჭირდათ ტექსტის გააზრება, მთავარი სათქმელის ამოცნობა, დასკვნების გაკეთება. გაკვეთილი ერთი შეხედვით აქტიურად
მიმდინარეობდა, მაგრამ ეს აქტიურობა მოჩვენებითი
იყო.
იმავე პრობლემას წავაწყდი მე–8 კლასშიც, როცა გავეცანით
ჰენრი დევიდ თოროს „კითხვას“. დავიწყე ფიქრი, როგორ აღმომეფხვრა წარმოქმნილი პრობლემა.
ამიტომ ჩემი მიზანი გახდა, შემესწავლა ამ პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები,
განმეხორციელებინა ქმედებები მათ აღმოსაფხვრელად და თვალი მედევნებინა, რამდენად წარმატებული
გამოდგებოდა ჩემ მიერ განხორციელებული აქტივობები.
ვფიქრობ, ჩემ მიერ დაგეგმილი კვლევა
სარგებლობას მომიტანს. წარმატების
შემთხვევაში მოსწავლეებს აღარ გაუჭირდებათ სხვადასხვა სახის ტექსტების
გაგება–გააზრება, რაც მათი განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანია. მით უმეტეს,
ჩემ მიერ გამოყენებული აქტივობები კარგად იმუშავებს ეროვნული გეგმით
გათვალისწინებული თითქმის ყველა საგნის შესწავლისას, რადგან სწორედ არამხატვრული ლიტერატურის გააზრების გასაუმჯობესებლადაა
გათვალისწინებული. ამ კვლევის შედეგად მიღებული გამოცდილება დაეხმარება სხვა
საგნის პედეგოგებსაც თავიანთი პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.
1.3 პრობლემის გამომწვევი
სავარაუდო მიზეზები:
პრობლების
გამომწვევი სავარაუდო მიზეზების ძებნა რომ დავიწყე, ჩავუღრმავდი ტექსტის გააზრებასთან დაკავშირებულ სიძნელეებს.
მრავალი ხელისშემშლელი ფაქტორი არსებობს, არამხატვრული ტექსტების გაგება-გააზრების პრობლემებს
რომ იწვევს. მოსწავლეები არ კითხულობენ
კლასგარეშე ლიტერატურას, ამიტომაც აქვთ მწირი ლექსიკა.
კითხულობენ ზერელედ, არ იყენებენ კითხვის სტრატეგიებს, რომლებზეც
ყურადღებას მე–5 კლასიდანვე ვამახვილებ.
ყოველივე ეს კი განაპირობებს იმას, რომ ვერ უღრმავდებიან არამხატვრული
ტექსტების დედააზრს, რაც იწვევს უინტერესო დამოკიდებულებას მათ მიმართ.
სიტუაციას ართულებს კლასკომპლექტის სპეციფიკაც.
ორ კლასთან მუშაობა ერთ გაკვეთილზე მასწავლებლის მეტ ძალისხმევას მოითხოვს, რათა მიღწეული
იყოს მიზანი. მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის სწორად
დაგეგმვა და ისეთი აქტივობების შერჩევა, რომ შენარჩუნებული იყოს მოსწავლეთა მოტივაცია, ჩართულობა.
1.4 კვლევის მიზანი:
VIIბ-VIIIბ კლასკომპლექტში
არამხატვრული ტექსტის გაგება- გააზრებასთან დაკავშირებული პრობლემების გამომწვევი
მიზეზების დადგენა, მათ გადასაჭრელად შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვა, განხორციელება და მიღწეული
შედეგების შეფასება.
1.5 კვლევის ამოცანა
კვლევის ამოცანაა, პასუხი გასცეს შემდეგ კითხვას: რა არის VIIბ-VIIIბ
კლასკომპლექტში
ტექსტის გაგება–გაზრებასთან დაკავშირებული პრობლემების გამომწვევი მიზეზები და როგორია მათი გადაჭრის გზები
?
კვლევის მთავარ კითხვაში
აღნიშნული პრობლემის მიზეზების დადგენაში დახმარებას გამიწევს შემდეგ კითხვებზე პასუხის
გაცემა:
·
როგორ
იყენებენ მოსწავლეები კითხვის სტრატეგიებს?
·
რა სახის
ლიტერატურას კითხულობენ შინ?
·
შეუძლიათ თუ არა
მთავარი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციის გამოყოფა?
·
აქვთ თუ არა
მოსწავლეებს ინფორმაციის გადამუშავების პრობლემები?
·
ვლინდება თუ რა შემდეგ ინფორმაციის აღდგენის პრობლემა?
·
ფლობენ თუ არა
გაგება -გაზრების მეთოდებს?
·
იყენებენ თუ არა
გაგება -გააზრების გრაფიკულ სქემებს ?
თავი II
2.1. საკვლევი თემის მნიშვნელობა და აქტუალობა
საკუთარი
პრაქტიკაზე გაკვირვებით გამოვკვეთე საკვლევი პრობლემა, რომელიც შეეხებოდა
არამხატვრული ტექსტის გაგება -გააზების პრობლემებს და მისი გადაჭრის, გაუმჯობესების გზებს.
არამხატვრული
ტექსტების გააზრება სასწავლო პროცესის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. საბაზო საფეხურზე მოსწავლეს უნდა შეეძლოს მათი წაკითხვა
გარკვეული ინფორმაციის მოძიების, გამოხმაურების, შეფასების მიზნით. ეროვნული სასწავლო
გეგმის მიხედვით მოსწავლე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ქართ.
VII. 7. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების
გააზრება-გაანალიზება, მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების
გამოხატვა და ახსნა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
კითხულობს მხატვრულ და არამხატვრულ
ტექსტებს სხვადასხვა მიზნით (შესწავლის, ესთეტიკური სიამოვნების მიღების, გარკვეული
ინფორმაციის მოძიების, გამოხმაურების, შეფასების);
·
ამოკრებს ინფორმაციას დიფერენცირებულად
და აჯგუფებს მას სხვადასხვა ნიშნის მიხედვით;
·
ალაგებს ტექსტში გადმოცემულ ამბავს,
ფაქტებსა და მოვლენებს ქრონოლოგიური თუ სხვა ნიშნის მიხედვით;
·
ამოიცნობს წაკითხულ ტექსტში მთავარ
აზრს (იდეას), განასხვავებს ფაქტებს შეფასებებისგან, გამოაქვს დასკვნები და წარმოადგენს
რეზიუმეს სახით (ზეპირად ან წერილობით);
·
ამოიცნობს და ახსნის მიზეზ-შედეგობრივ
კავშირებს ტექსტში ასახულ ფაქტებს, მოვლენებს შორის;
·
გამოაქვს დასკვნები მთლიანი ტექსტის
ან მისი მონაკვეთის საფუძველზე;
ქართ.
VIII. 5. მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს,
გააანალიზოს და შეაფასოს ტექსტები (მხატვრული და არამხატვრული), რომლებიც შეიცავს გარკვეულ
თვალსაზრისს ან მსჯელობას კონკრეტულ საკითხზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
დაწვრილებით შეისწავლის ტექსტის
შინაარსს, ყურადღებას ამახვილებს დეტალებზე და მათზე დაყრდნობით ახსნის მიზეზ-შედეგობრივ
კავშირებს;
·
აანალიზებს და კონკრეტული ნიშნის
მიხედვით, სისტემურად ახდენს ტექსტში მოცემულ ინფორმაციის კლასიფიკაცია-კატეგორიზაციას;
·
ამოიცნობს და განსაზღვრავს პრობლემურ
საკითხებს წაკითხულ ტექსტში;
·
არკვევს ტექსტში დასმული პრობლემის
გამომწვევ მიზეზებს;
·
პოულობს მსგავსებებსა და განსხვავებებს
სხვადასხვა ავტორის მიერ შექმნილ ისეთ ტექსტებში, რომლებიც შეიცავს ერთსა და იმავე
ან მსგავს პრობლემას;
·
გაიხსენებს და საკუთარი პოზიციის
გასამყარებლად იყენებს ტექსტში წამოჭრილი პრობლემის თაობაზე გამოთქმულ განსხვავებულ
მოსაზრებებს;
·
გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას
ტექსტში ასახული ზნეობრივ-ეთიკური პრობლემების მიმართ.
აგრეთვე მოსწავლემ უნდა ამოიცნოს, რისთვის არის
ტექსტი დაწერილი – მკითხველის ინფორმირების, გართობის თუ დარწმუნებისთვის.
აუცილებელია, მოსწავლე აფასებდეს ტექსტს მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით; უნდა შეეძლოს ამოცნობა ხვადასხვა ფუნქციური
სტილისა (სასაუბრო, პუბლიცისტური, საქმიანი).
მოსწავლეები
ყოველდღე კითხულობენ. კითხულობენ გაკვეთილებს, ლექსებს, სხვადასხვა სახის ლიტერატურას. ყველაზე
მთავარია ამ დროს ის, თუ როგორ
იგებენ, იაზრებენ და შემდეგ იყენებენ ისინი
წაკითხულს. მასწავლებლებმა
უნდა გავაცნობიეროთ, რამდენად მნიშვნელოვანია, ვასწავლოთ, როგორ იკითხონ და გამოვუმუშაოთ ტექსტის
გააზრების, ინფორმაციის დახარისხების უნარები. ეს მეტად მნიშვნელოვანია, რადგან თუ მოსწავლეები წაკითხულის
გააზრებას ახერხებენ სკოლაში, შემდეგ უადვილდებათ სწავლა უნივერსიტეტში, საქმეს იოლად ართმევენ თავს სამსახურში, უმარტივდებათ
ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრა.
თავი III
3.1. ლიტერატურის მიმოხილვა:
განათლების რეფორმის
ერთ–ერთი მიზანი მოაზროვნე, აქტიური მკითხველის ჩამოყალიბებაა. არამხატვრული, საინფორმაციო-შემეცნებითი, ენციკლოპედიური ტექსტების კითხვა, გაგება და გააზრება თანამედროვე ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესია. ეროვნული სასწავლო გეგმა ითვალისწინებს საშუალო სკოლებში ამ მიმართულებით მუშაობას.
გაგება-გააზრების უნარის
განვითარების პროცესი
არ არის ადვილი
და არც თავისთავად
ვითარდება. წაკითხულის გაგება-გააზრების სტრატეგიების გამოყენება
ხანგრძლივად ისწავლება როგორც დაწყებით, ასევე საბაზო საფეხურზე.
გააზრების უნარ-ჩვევებს/სტრატეგიებს შევსება, გამდიდრება,
გაძლიერება და უწყვეტი
გადახალისება სჭირდება.
კვლევის თემასთან დაკავშირებით მოვიძიე და გავეცანი
მრავალფეროვან ლიტერატურას. მივიღე მნიშვნელოვანი ინფორმაცია უკვე
ჩატარებული კვლევების შესახებ.
თბილისის თავისუფალი
ვალდორფის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, განათლების სპეციალისტმა
ნინო ლომიძემ ნეტგაზეთ „ბათუმელების“ (24.05.2017https://batumelebi.netgazeti.ge/news/80358/?fbclid=IwAR2HbkBaaerD68NEsbP6c6LNC0ZX_ZBwLYDOW99Sn1a8bUQCTcEciUalJH8)
ჟურნალისტს კითხვაზე: „რა არის იმის მიზეზი რომ ქართველ
ბავშვებს წაკითხულის გააზრება უჭირთ და როგორ შეიძლება დაიძლიოს ეს პრობლემა?“
– უპასუხა, რომ, ზოგადად, ეს პრობლემა არის
კომპლექსური, ამიტომ ერთი კონკრეტული მიზეზი და პასუხი ამაზე არ არსებობს.
განათლების
სპეციალისტი მიიჩნევს, რომ სასკოლო სისტემა ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, თუმცა ასევე
პრობლემაა წიგნიერების საკითხი ოჯახებში. რამდენად კითხულობენ თვითონ მშობლები
ბავშვების თანდასწრებით, რამდენად არის წიგნის კითხვის კულტურა. პრობლემები, რომლებიც
შემდეგ იჩენს თავს, ოჯახში არსებულ გარემოს უკავშირდება.
როჯერსის აზრით, მასწავლებლის ძირითადი
ფუნქციაა, ხელი შეუწყოს მოსწავლის სწავლას ისეთი პირობების შექმნით, რომლის
შედეგადაც მოსწავლეები დამოუკიდებლად წარმართავენ სწავლის პროცესს. მასწავლებლის
მიზანია, შექმნას მოსწავლეთა საზოგადოება, რომლის ერთ–ერთი წევრი თვითონ
მასწავლებელი იქნება. ასეთ საზოგადოებაში ცნობისმოყვარეობას გზა ხსნილი აქვს,
გაგებისა და შეცნობის სურვილი იღვიძებს, მთელი სამყარო კვლევის და შესწავლის
საგანი ხდება („განვითარებისა და სწავლის
თეორიები“ თავი „ჰუმანისტური თეორია“. ავტ: ნათია ჯანაშია, ნათელა იმედაძე, სოფიო გორგოძე,
2011, გვ.170 ).
როგორც
ქალბატონი ირინა სამსონია მასწავლებლის სახელმძღვანელოში - „წიგნიერება“ (სამოქალაქო
განათლების ინსტიტუტი, 2013, გვ.29–36) - აღნიშნავს, ადამიანები სხვადასხვა მიზნით
კითხულობენ. კითხვის მიზანი შეიძლება იყოს რაიმეს შესწავლა დარგობრივი, საინფორმაციო
თუ მხატვრული ტექსტებიდან, ასევე ინფორმაციის მიღება. დასასწავლად თუ ინფორმაციის მისაღებად
აუცილებელია, რომ მკითხველს ჰქონდეს უნარი, გააზრებულად წაიკითხოს ტექსტი და დეტალებზე
დაკვირვებით შეძლოს, განასხვავოს მთავარი და მეორეხარისხოვანი ინფორმაცია. რაც უფრო
მაღალ კლასში გადადის მოსწავლე, მით უფრო მეტად სჭირდება მას ამ უნარების გამომუშავება. წარმატებული მკითხველი
დაკვირვებით ადევნებს თვალყურს საკუთარ თავს კითხვის დროს. უკვირდება, რამდენად კარგად
გაიგო წაკითხული. თვითმონიტორინგი საშუალებას აძლევს მას, მყისიერად დააფიქსიროს ყველა
ის ადგილი ტექსტში, რომელიც ცუდად გაიგო და მიმართოს შესაბამის სტრატეგიებს, მაგალითად,
თავიდან წაიკითხოს მისთვის რთულად გასაგები ადგილი. ასეთ მოსწავლეს კარგად აქვს განვითარებული
მეტაკოგნიტური უნარები. ფლობს მრავალფეროვან სტრატეგიებს კითხვის დაწყებამდე, კითხვის
დროს და მისი დასრულების შემდეგ. კითხვაში ჩამორჩენილ მოსწავლეთა უმრავლესობას კი სწორედ
იმიტომ უჭირს წაკითხულის გააზრება, რომ არ იყენებს ამ მარტივ სტრატეგიას. ასეთი მკითხველები
კითხვის პროცესში არ ამოწმებენ საკუთარ თავს, ვერ აანალიზებენ, რა გაიგეს და რა – ვერა.
მასწავლებელმა
წინასწარ უნდა დაგეგმოს ისეთი აქტივობები, რომლებიც მოსწავლეებს წასაკითხი ტექსტის
გაგებაში დაეხმარებათ. აუცილებელია, ყველა მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობები
იყოს გათვალისწინებული.
სასაგებლოა აგრეთვე გრაფიკული მაორგანიზებლების გამოყენება, რადგან ეს
არის მარტივად წარმოდგენილი ტექსტის შინაარსი. მისი საშუალებით მოსწავლე ადვილად ამოიცნობს
და გაიაზრებს ყველა მნიშვნელოვან დეტალს.
კითხვის მიზანი უპირველესად წაკითხულიდან აზრის გამოტანაა. ეს კი შეუძლებელია,
თუ მკითხველს არ აქვს უნარი, თავი მოუყაროს წაკითხულ ტექსტში მოცემულ მთელ ინფორმაციას
და დაიყვანოს იგი ძირითად ელემენტებამდე. სწორედ ეს არის წაკითხულის შეჯამების უნარი,
რაც განაპირობებს ტექსტის გააზრებას.
თავი IV
მეთოდოლოგია
4.1. კვლევის სამიზნე ჯგუფი
VIIბ-VIIIბ კლასკომპლექტის
მოსწავლეები
4.2. შერჩევა
სრული
შერჩევა - საკვლევი საკითხის შესასწავლად დავგეგმე გამოკითხვის
ჩატარება VIIბ-VIIIბ კლასკომპლექტის
ყველა მოსწავლესთან კითხვარის საშუალებით.
მიზნობრივი
შერჩევა - გამოვიყენე VIIბ-VIIIბ კლასკომპლექტში
შემსვლელ მასწავლებლებთან ფოკუს–ჯგუფის ჩატარებისას.
4.3.
კვლევის მეთოდები, მონაცემების შეგროვება:
მონაცემები შევაგროვე შემდეგი მეთოდების გამოყენებით:
დაკვირვება
ვაკვირდებოდი ჩემ
მიერ გაკვეთილზე გამოყენებული მეთოდებისა და აქტივობების სარგებლიანობას კვლევის პროცესში. ჩანაწერებს ვაკეთებდი კვლევის დღიურში.
ანკეტირება
ანკეტირება
დამჭირდა კვლევისთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხების მისაღებად. კითხვარები მოვამზადე მოსწავლეებისათვის (დანართი მე–2), მშობლებისთვის (დანართი მე–3).
კითხვები
იყო როგორც დახურული, ასევე - ღია.
უპირატესობა მივანიჭე ანონიმურ ანკეტირებას,
რომ რესპოდენტისგან გულწრფელი
პასუხები მიმეღო.
ფოკუს–ჯგუფი
- ჩემი მიზანი იყო მომესმინა სხვა პედაგოგების აზრი, ჰქონდათ თუ არა აღნიშნული კლასკომპლექტის
მოსწავლეებს მსგავსი პრობლემა მათ საგნებშიც. ფოკუს–ჯგუფის საშუალებით ჩამოვაყალიბე
კითხვარი, რომელიც განკუთვნილი იყო საკვლევი ჯგუფის წევრებისთვის, კერძოდ, VIIბ-VIIIბ კლასკომპლექტის
მოსწავლეებისთვის. ფოკუს–ჯგუფი შედგებოდა იმ მასწავლებლებისგან, რომლებიც აღნიშნულ
კლასკომპლექტში შედიან (შერჩევა-მიზნობრივი).
ინტერვიუ - ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრებთან
სტრუქტურირებული ინტერვიუ (დანართი 1–ლი) დამჭირდა იმის გასარკვევად, მათაც ჰქონდათ
თუ არა საინფორმაციო ტექსტების გააზრებასთან დაკავშირებული პრობლემები საბაზო საფეხურზე
(შერჩევა-მიზნობრივი).
მეორადი
მონაცემების ანალიზი - მეორადი მონაცემები შევადარე პირველად მონაცემებს
და შევაფასე მოსწავლეებში მიღწეული პროგრესი.
შერჩევა
- სრული. გამოკითხვაში მონაწილეობდა VIIბ-VIIIბ
კლასკომპლექტის ყველა მოსწავლე. შევისწავლე
თითოეულის წაკითხულის გააზრებასთან დაკავშირებული
პროგრესი.
4.4.
კვლევის ვადები
აქტივობა
|
ოქტ.
2018
|
ნოემ.
2018
|
დეკ.
2018
|
იანვ.
2019
|
თებ.
2019
|
მარ.
2019
|
აპრ.
2019
|
მაისი
2019
|
ივნ.
2019
|
პრობლემის იდენტიფიცირება
|
X
|
||||||||
კვლევის სავარაუდო
გეგმის შემუშავება
|
X
|
||||||||
მოსწავლებისა
და მშობლების ანკეტირება
|
X
|
||||||||
ფოკუს–ჯგუფის
ჩატარება პედაგოგებთან
|
X
|
||||||||
ინტერვიუ კათედრის
წევრებთან
|
X
|
||||||||
პირველადი მონაცემების
ანალიზი
|
X
|
||||||||
ინტერვენციების
განხორციელება
|
X
|
X
|
X
|
X
|
X
|
X
|
|||
ინტერვენციების
შედეგების ანალიზი
|
X
|
||||||||
პრეზენტაცია
სასკოლო საზოგადოებასთან
|
X
|
თავი V
5.1. ინტერვენციების აღწერა, შეფასება, შედეგები:
კვლევის პროცესში, ინფორმაციის და მონაცემების ანალიზის
საფუძველზე, შევიმუშავე სავარაუდო ინტერვენციის
შემდეგი ვარიანტები:
§
დისკუსია მოსწავლეებთან თემაზე:
,,რატომ უნდა ვიკითხოთ ინფორმაციული ტექსტები?’’
§
დისკუსია
მშობლებთან თემაზე: ,,როგორ უნდა ჩაერთოს
მშობელი შვილის გაგება -გააზრებაზე ორიენტირებულ მკითხველად ჩამოყალიბებაში;“
§
მოსწავლეთა გაწევრიანება
სასოფლო ბიბლიოთეკაში;
§
ინფორმაციული ტექტის გაგება -გააზრების მეთოდების /აქტივობების
დანერგვა.
1. მოსწავლეებთან
დისკუსიამ საინტერესოდ ჩაიარა. მათ გაითავისეს, რომ სხვადასხვა თე მაზე
შექმნილი არამხატვრული ტექსტების კითხვა აუცილებელია.
2. აგრეთვე საინტერესოდ წარიმართა დისკუსია მშობლებთან. მათ
გამოხატეს ინტერესი ამ პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით და გამოთქვეს
თანამშრომლობის სურვილი.
3. ტექსტის გაგება–გააზრების სტრატეგიებზე
აქტიურად დავიწყე მუშაობა აღნიშნულ კლასკომპლექტში.
გაგება -გააზრების უმთავრესი საყრდენი ლექსიკური
მარაგია. ამიტომაც თავიდანვე ვიმუშავე
მოსწავლეთა ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე .
მოსწავლეთა მცირე ნაწილი იყო გაწევრიანებული სასოფლო ბიბლიოთეკაში. ბავშვები, რომლებიც არ
დადიოდნენ ბიბლიოთეკაში, წავიყვანე და ვეცადე, ინტერესი გამეღვიძებინა მათთვის,
მით უმეტეს, ბიბლიოთეკა სისტემატურად ივსება ახალი წიგნებით. ბავშვები,
მართლაც, დაინტერესდნენ და დაიწყეს
წიგნების კითხვა.
4. სასწავლო წლის დაწყებამდე, ზაფხულში, გავეცანი ვიდეოგაკვეთილებს,
რომლებშიც კითხვის ეფექტური მეთოდებია
განხილული. ეს საუკეთესო მასალა მასწავლებლის სახლმა შემოგვთავაზა იმისთვის,
რომ კითხვის პროცესი საინტერესო იყოს და ამასთანავე, ის ემთხვეოდეს ეროვნული სასწავლო
გეგმით განსაზღვრულ ნორმებს. დავინტერესდი ამ შემოთავაზებით, დავამუშავე
ისინი და გადავწყვიტე, მომერგო ჩემს
საჭიროებებზე. მხატვრული ტექსტების შესასწავლად ყოველთვის აქტიურად ვიყენებ
კოგნიტურ სქემებს, რაც კარგ შედეგს იძლევა, მაგრამ არამხატვრული ტექსტების
გააზრებასთან დაკავშირებით როგორც კი პრობლემები შემექმნა, ვიფიქრე, უნდა
მიმემართა ეფექტური კითხვის მეთოდებისთვის.
მე–7
კლასში იაკობ გოგებაშვილის პუბლიცისტური წერილების: „ბურჯი ეროვნებისა“ და
„ რანი ვიყავით გუშინ“ გასააზრებლად, მსჯელობის
ენაზე დასაკვირვებლად, აღნიშნულ განსჯითი ხასიათის ტექსტებში თეზისის, არგუმენტისა და დასკვნის საპოვნელად
გადავწყვიტე გამომეყენებინა მეთოდი: ტექსტის
აწყობა (https://www.youtube.com/watch?v=kqTw-_kHuIU&list=PLe4UTpGDfeAXORAtuYijSwmgk8oKEZ6ph&index=42 25.08.2018 ). დეტალების
გააზრების, ანალიზის, ლოგიკური მსჯელობის, ინტერპრეტირების, პრეზენტაციის
უნარ–ჩვევების განვითარებასთან ერთად ეს მეთოდი ხელს უწყობს კითხვის კოგნიტურ,
სოციალურ და ზეპირმეტყველების უნარ–ჩვევების განვითარებას.
საწყის
ეტაპზე მოსწავლეებს გავაცანი ავტორი და ტექსტის სათაური. კლასი დავყავი ორ ჯგუფად.
დავურიგე ბარათები, რომლებზეც წინასწარ ამოწერილი იყო ტექსტის ნაწილები და ვთხოვე,
ემსჯელათ, რა იქნებოდა ტექსტის თემა. შემდეგ ჯგუფებში ააწყვეს, გაამთლიანეს ტექსტი. მოსწავლეებს ვაძლევდი კონსტრუქციულ
მითითებებს, რადგან შევატყვე, რომ უჭირდათ სამუშაოს შესრულება. მუშაობის პროცესში მოსწავლეები
აკვირდებოდნენ ტექსტის ნაწილებს და ცდილობდნენ მათ ერთმანეთთან დაკავშირებას,
ვარაუდების გამოთქმას. აანალიზებდნენ ტექსტის მთლიან შინაარსს. მუშაობდნენ
დამოუკიდებლად ჯგუფებში, მონაწილეობდნენ საკლასო დისკუსიაში. მოამზადეს
საპრეზენტაციო პოსტერი და გააკეთეს პრეზენტაციები.
მეთოდი
შედგება შემდეგი ძირითადი ეტაპებისგან: ტექსტის აწყობა–გამთლიანება, პოსტერის
მომზადება, პრეზენტაცია. პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეებმა გააკეთეს თვითშეფასება
და ურთიერთშეფასება. მივეცი დრო კამათისთვის, მსჯელობისთვის.
აღნიშნული
მეთოდის გამოყენებით მოსწავლეებმა შეძლეს თეზისის, არგუმენტებისა და დასკვნის
გამოყოფა წერილიდან: „ბურჯი ეროვნებისა“. მათ აღმოაჩინეს, რომ მეორე ტექსტი, „რანი
ვიყავით გუშინ“, შეიცავდა მხოლოდ თეზისსა
და არგუმენტებს. წარმატებით გაართვეს
დავალებას თავი – დააგვირგვინეს ავტორის მსჯელობა სათანადო დასკვნით.
5. ყველა
დამეთანხმება, რომ ტექსტის გაგება–გააზრება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული.
რაც უფრო მრავალფეროვან სტრატეგიებს გამოიყენებს მასწავლებელი, სასწავლო პროცესი მით უფრო სახალისო და შედეგიანი გახდება.
კლასკომპლექტის მოსწავლეთა უნარების გათვალისწინებით, გადავწყვიტე, ცნობილი
იტალიელი მწერლისა და მეცნიერის, უმბერტო
ეკოს, ერთ–ერთი საჯარო გამოსვლის
ნაწყვეტის დასამუშავებლად გამომეყენებინა სტრატეგია SQ4R (https://www.youtube.com/watch?v=xvKKBedpzac&index=43&list=PLe4UTpGDfeAXORAtuYijSwmgk8oKEZ6ph
25.08.2018), რომელიც ერთგვარ აქტივობათა
ნაკრებია:
S – Survey – გადახედე
Q – Question – შეკითხვები
R – Read – წაიკითხე
R – Recite – გადმოეცი
R – Review – განიხილე
R – Retate – დააკავშირე
სტრატეგია
ტექსტის წაკითხვამდე უქმნის მოსწავლეებს გარკვეულ საბაზისო ცოდნას ამა თუ იმ
საკითხის შესახებ. ასევე საგულისხმოა ისიც, რომ სტრატეგიას აქვს ინტერაქტიური
ხასიათი, რაც პრობლემურ მკითხველს
საშუალებას აძლევს, ჩაერთოს დისკუსიასა და ტექსტის განხილვის პროცესში. სწორედ
ამიტომაც შევაჩერე ამ მეთოდზე ყურადღება, რომ სამიზნე ჯგუფში მყავდა პრობლემური
მკითხველები. მოსწავლეები მუშაობდნენ ჯგუფებში თანაკლასელებთან ერთად, მე კი
მხოლოდ მიმართულებას ვაძლევდი.
1–ლ
ეტაპზე მოსწავლეებმა 2 წუთის განმავლობაში გადახედეს ტექსტს, დააკვირდნენ მის
სტრუქტურულ მახასიათებლებს და გამოიტანეს დასკვნები. ამან ხელი შეუწყო წინარე
ცოდნის გააქტიურებას.
მე–2
ეტაპი: ტექსტი წინასწარ დავყავი
ნაწილებად. თითოეული მონაკვეთის წაკითხვამდე მოსწავლეები სვამდნენ კითხვებს, რაც
საკმაოდ შედეგიანია, ვინაიდან შემდეგ სწორედ ამ შეკითხვებზე პასუხის საპოვნელად კითხულობდნენ,
ანუ მათ გაუჩნდათ კითხვის მიზანი.
მე–3
ეტაპი: კითხვებზე პასუხების საპოვნელად მოსწავლეები კითხულობდნენ დანაწევრებულად.
სტრატეგიის ფარგლებში მუშაობისას ინფორმაციის დამახსოვრებისა და გააზრებისთვის
მოსწავლეები გაცილებით მეტს აკეთებდნენ, ვიდრე უბრალოდ კითხვაა. ისინი ქმნიდნენ
გონებრივ ჩარჩოებს, სადაც კითხვის შედეგად მიღებულ მაქსიმალურად ვრცელ ინფორმაციას
ათავსებდნენ.
მე–4
ეტაპი: ტექსტის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებმა გადმოსცეს მიღბული ინფორმაცია
ზეპირად.
მე–5
ეტაპი: მოსწავლეებმა განიხილეს წაკითხული ტექსტი, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები,
იმსჯელეს განსაკუთრებით საინტერესო ეპიზოდების შესახებ.
მე–6, ბოლო ეტაპზე ხდება დაკავშირება. მოსწავლეებმა მიღებული
ინფორმაცია დაუკავშირეს საკუთარ გამოცდილებას.
6 .სტრატეგია
SQ4R
გამოვიყენე აგრეთვე ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტური წერილის: „რა გითხრათ,
რით გაგახაროთ“ , ვაჟა–ფშაველას
პუბლიცისტური წერილის: „ენა“, შოთა ძიძიგურის „ენის წარმოშობა“ – დასამუშავებლად.
7. მე–8
კლასში ზურაბ ჭუმბურიძის „ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ“ და ვაჟა–ფშაველას
„ნიჭიერი მწერალი“ დავამუშავეთ სტრატეგია SQ4R –ის საშუალებით, ხოლო ილია ჭავჭავაძის „ერი და
ისტორია“ უკეთესად გაიაზრეს სტრატეგია ტექსტის
აწყობის დახმარებით.
მოცემული
სტრატეგიების დახმარებით მოსწავლეებმა შეძლეს ინფორმაციის დახარისხება,
ორგანიზება, მსჯელობა; ეს ხელს უწყობს ზეპირმეტყველებისა და სოციალური უნარების
განვითარებას. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ტექსტის გაგების პროცესი მარტივი და
სახალისო გახდა.
უნდა
აღვნიშნო, რომ მიზანს მივაღწიე. თვალსაჩინო იყო გამოყენებული მეთოდების დახმარებით პროგრესი არამხატვრული ტექსტების გააზრებისას.
ყოველ ჯერზე ვახორციელებდი
ფოკუსირებულ დაკვირვებას, რათა დამენახა, მუშაობდა თუ არა ჩემ მიერ დანერგილი კითხვის ეფექტური მეთოდები.
მოსწავლეებს ინდივიდუალურად ვაფასებდი სპეციალურად შემუშავებული დაკვირვების რუბრიკით
(დანართი №4) და ვაანალიზებდი კლასის შედეგებს ამ კუთხით. რუბრიკის თითოეულ კრიტერიუმს
მივანიჭე ქულა ზრდადობით, 1-დან 4-ის ჩათვლით. შედეგების ანალიზისთვის და შესადარებლად,
კვლევის პერიოდში ორჯერ გამოვიყვანე საშუალო ქულა (თითოეულის მიერ მიღებულ ქულათა ჯამი
გაყოფილი შესრულებული გუნდური სამუშაოების რაოდენობაზე).
შედარებამ მიჩვენა, რომ
მოსწავლეებში პრობლემა დიდწილად აღმოფხვრილია.
არამხატვრული ტექსტების გააზრების საშუალო მაჩვენებელი ნოემბრიდან თებერვლამდე
VIIბ-VIIIბ კლასკომპლექტში
იყო 1,84 , ხოლო 2019 წლის თებერვლიდან 2019 წლის მაისის ჩათვლით გახდა 2,92 (დანართი 5).
ამ მეთოდების გამოყენებით ავამაღლე მოტივაცია მოსწავლეებში, ყურადღებით მოჰკიდებოდნენ
არამხატვრული ლიტერატურის კითხვას. სასწავლო პროცესში ჩავრთე კლასკომპლექტის ყველა მოსწავლე. ისინი ხალისით
იყენებდნენ კითხვის მეთოდებს და უკეთესად იაზრებდნენ წაკითხულს.
თავი
VI
კვლევის პირველადი შედეგები და ანალიზი
6.1. VIIბ-VIIIბ კლასკომპლექტის
მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგების
ანალიზი:
კლასკომპლექტის მოსწავლეთათვის განკუთვნილი კითხვარი
შეავსო 9 მოსწავლემ. შედეგების მიხედვით მხატვრულ ლიტერატურას კითხულობს 52%, 21% – არამხატვრულ ლიტერატურას, ხოლო 27% საერთოდ
არ კითხულობს
კითხვაზე: უთმობენ
თუ არა მშობლები დროს შვილებთან ერთად კითხვას?
მშობელთა 56% პასუხობს
– არა, 29% – იშვიათად, 27% – კითხულობს
მასწავლებლებმა,
რომლებიც ასწავლიან VIIბ-VIIIბ
კლასკომპლექტის მოსწავლეებს, ინტერვიუს დროს აღნიშნეს, რომ მათ საგანში მოსწავლეთა
62%–ს უჭირს არამხატვრული ტექსტების გააზრება,
ხოლო 38%–ს – არა:
6.2. მეორადი
მონაცემების ანალიზი
მეორადი მონაცემების შეგროვება და
ანალიზი გავაკეთე მაისში. შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავებული აღმოჩნდა. კლასკომპლექტის
9 მოსწავლეს გაცილებით უკეთესი შედეგები ჰქონდა,
ვიდრე სასწავლო წლის დასაწყისში. მოსწავლეთა 82%–მა 9–10 ქულაზე გაართვა თავი დავალების
შესრულებას, 12%–მა – 8 ქულაზე, ხოლო 9 პროცენტმა 7 ქულა დაიმსახურა.
მოსწავლეებმა აღიარეს, რომ არამხატვრული
ტექსტების გააზრება სახალისო გახდა. რაც აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია, გაუადვილდათ
სწავლა სხვა საგნებშიც.
თავი VII
7.1. მიგნებები:
მონაცემთა ანალიზისას გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი
მიგნება:
·
მოსწავლეები გარდა სახლმძღვანელოში არსებულისა, ნაკლებად ეცნობიან და მუშაობენ ინფორმაციულ ტექსტებზე .
·
მოსწავლეები
ნაკლებად ფლობენ ინფორმაცულ ტექსტზე
მუშაობისათვის აუცილებელ მეთოდებს / აქტივობებს .
·
მშობლები ნაკლებად არიან ჩართული შვილების
მკითხველებად, კერძოდ, გაგება - გააზრებაზე ორიენტირებულ მკითხველებად
ჩამოყალიბებში.
7.2. რეკომენდაციები
·
ინტერვენციების განხორციელებისას
ჩემი მიზანი იყო VIIბ-VIIIბ
კლასკომპლექტის მოსწავლეებში არამხატვრული
ტექსტების გააზრების უნარის ჩამოყალიბება. მინდოდა, დარწმუნებულიყვნენ, რამდენად მნიშვნელოვანია,
იყო კარგი მკითხველი. როდესაც მოსწავლე იაზრებს წაკითხულს, ხალისით ეცნობა მასალას
და მოტივირებულია, მიიღოს და გაითავისოს ახალი ინფორმაცია. ეს პროდუქტიულს ხდის სასწავლო
პროცესს.
·
თითოეული მასწავლებლისთვის
ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ახალი მასალის მაღალ დონეზე გააზრებაა. ამიტომ სასურველია მუშაობის პროცესში
ხშირად მიმართონ კლასის ორგანიზების სხვადასხვა ფორმას, მრავალფეროვან აქტივობებს.
·
სასურველია, თითოეულმა პედაგოგმა
გაამახვილოს ყურადღება 21–ე საუკუნის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე,
რაც სწორედ მოაზროვნე თაობის აღზრდას ითვალისწინებს.
7.3.
თვითკრიტიკა
კვლევის პროცესში ნაწილობრივ ჩართული იყო VIIბ-VIIIბ
კლასკომპლექტის სხვა მასწავლებლი, რომლებიც პერიოდულად მაწვდიდნენ ინფორმაციას მოსწავლეთა
სააზროვნო უნარების პროგრესთან დაკავშირებით. უკეთესი იქნებოდა, მოსწავლეებს ამ კუთხით
მათ გაკვეთილებზე რამდენჯერმე მაინც პირადად დავკვირვებოდი, თუმცა ეს ვერ შევძელი გარკვეული
ობიექტური მიზეზების გამო, თანაც გავითვალისწინე, რომ მოსალოდნელი იყო, ეს ბავშვების
გამწყობაზე დადებითად არ ასახულიყო და ჩემი თანდასწრებით ვერ მოეხდინათ შესაძლებლობების
რეალიზება.
თავი VIII
დასკვნა:
2018-2019 სასწავლო წელს VIIბ-VIIIბ
კლასკომპლექტში აღმოჩენილი არამხატვრული ლიტერატურის
გაგება–გააზრებასთან დაკავშირებული პრობლემის
მოგვარების მიზნით ჩატარდა კვლევა, რომლის მიმდინარეობაც მოიცავდა თითქმის
მთელ სასწავლო წელს. ითვალისწინებდა პრობლემის
შესწავლის, ინტერვენციების დაგეგმვა-განხორციელების და შედეგების შეფასების ეტაპებს.
დადგინდა, რომ არამხატვრული ტექსტების გაგება–გააზრების პრობლემის გამომწვევი მიზეზები
იყო:
ü მწირი
ლექსიკა, რაც გამოწვეულია იმით, რომ მოსწავლეები არ კითხულობენ კლასგარეშე ლიტერატურას.
ü კითხულობენ ზერელედ, არ იყენებენ კითხვის სტრატეგიებს.
ü ვერ უღრმავდებიან არამხატვრული ტექსტების დედააზრს, რაც იწვევს
უინტერესო დამოკიდებულებას მათ მიმართ.
ü მშობლები არ არიან ჩართული საჭირო დოზით შვილების კარგ
მკითხველებად აღზრდის თვალსაზრისით.
ü სიტუაციას ართულებს კლასკომპლექტის სპეციფიკაც.
კვლევის შედეგების გაზიარება
კვლევის დასრულების შემდეგ შეხვედრა მქონდა ქართული ენისა და ლიტერატურის
კათედრის პედაგოგებთან. შედეგების გასაცნობად მოვიწვიე ამ კლასში სხვა საგნებზე შემსვლელი
მასწავლებლებიც.
დამსწრე აუდიტორიას გავაცანი ჩემ მიერ აღმოჩენილი პრობლემა და მის აღმოსაფხვრელად
განხორციელებული ინტერვენციები. შხვედრას ესწრებოდნენ
ის მასწავლებლებიც, რომლებმაც კვლევის დასაწყისში ფოკუს–ჯგუფის მიმდინარეობის დროს
აღნიშნეს, რომ მათაც ჰქონდათ ანალოგიური პრობლემა. ვთხოვე, ამ მასწავლებლებს აღერიცხათ
და კვლევის პერიოდში მოეწოდებინათ თავიანთი დაკვირვების შედეგები, უკეთესად იაზრებდნენ თუ არა მოსწავლეები მათ საგანში
საგაკვეთილო მასალას. მათ 2–ჯერ მომაწოდეს ამის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია. კვლევის
შედეგების გაზიარებისას აღნიშნეს, რომ პრობლემა თვალსაჩინო იყო სასწავლო წლის დასაწყისში,
შემდეგ კი სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა.
ქართული
ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მედეა ზაქარიაშვილმა აღნიშნა, რომ, როგორც
კვლევის დასაწყისში გამართულ ინტერვიუს დროს გამოიკვეთა, ეს პრობლემა მეტ–ნაკლებად
ყველა კლასში შეინიშნება. გაკვეთილებზე თვითონაც იყენებს სათანადო კითხვის
მეთოდებს. დაინტერესდა მეთოდით SQ4R. მირჩია, მომავალში
მოვსინჯო მეთოდი: EXIT - ფართო ინტერაქცია ტექსტებთან.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ლალა ბაცანაძემ აღნიშნა, რომ
კარგი იქნება, ამ კუთხით საბაზო საფეხურის მასწავლებლებმა დაწყებითი საფეხურის კათედრასთან
ითანამშრომლონ, რადგან ერთობლივად მიზანმიმართული მუშაობა გააზრებული კითხვის გასაუმჯობესებლად
ადრეულ ასაკშივე მეტ შედეგს გამოიღებს. ერთად
დაგეგმილი გაკვეთილები და ურთიერთდასწრება გაუადვილებს მასწავლებელს ხარვეზების აღმოფხვრასა
და წარმატებების მიღწევას. ეს აზრი მომეწონა, ვფიქრობ შეთანხმება და გაკვეთილებზე ურთიერთდასრება
თანამშრომლობის მიზნით შედეგიანი იქნება ორივე
მხარისათვის. ამას გავითვალისწინებ ჩემს შემდგომ მუშაობაში.
ყველა დამსწრე მასწავლებლებისგან
კვლევის შესახებ მივიღე დადებითი გამოხმაურება.
დანართები
დანართი 1–ლი
კითხვები მასწავლებლებთან
ინტერვიუსთვის
1.რომელი კლასიდან ასწავლით მოსწავლეებს, რომლებიც ახლა მე–7ბ
კლასში არიან?
2. რომელი კლასიდან
ასწავლით მოსწავლეებს, რომლებიც ახლა მე–8ბ კლასში არიან?
3 . უჭირთ თუ არა
მე–7ბ–მე–8ბ კლასკომპლექტის მოსწავლეებს თქვენს საგანში არამხატვრული
ტექსტის გაგება -გააზრება?
4.
რას მიიჩნევთ საბაზო
საფეხურზე არამხატვრული ტექსტის გაგება - გააზრების პრობლემის მიზეზებად?.
5 . რას მიიჩნევთ საბაზო საფეხურზე არამხატვრული ტექსტის
გაგება- გააზრების პრობლემის გაუმჯობესების
გზად?
დანართი მე–2
ანკეტა
კითხვარი მოსწავლეებისთვის
1.გიყვარს თუ არა კითხვა ?
ა) არა ბ) დიახ
2. კითხულობ თუ არა ხშირად ?
ა) ვკითხულობ ყოველდღე ბ) იშვიათად გ ) არ ვკითხულობ
3. წიგნებს, რომლებსაც კითხულობ
ა) იწერ ბიბლიოთეკიდან;
ბ) არჩევ საოჯახო ბიბლიოთეკაში;
გ) თხოულობ მეგობრებისგან/ახლობლებისგან.
4. რომელი სახის ტექსტებს უფრო ხშირად კითხულობ ?
ა) მხატვრული ბ ) არამხატვრული გ ) ორივე
5. რომელი სახის ტექსტების წაკითხვა უფრო მოგწონს ?
ა) არამხატვრული ბ) მხატვრული გ) ორივე
6 . ინფორმაციული
ტექსტის რომელი თემებით ხარ დაინტერესეული?
ჩამოთვალე
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
7 . რა ხერხს მიმართავ, თუ ტექსტში უცნობი სიტყვა შეგხვდება ?
ა) აგრძელებ კითხვას;
ბ) თავს ანებებ კითხვას;
გ) ცდილობ ავხსნა
კონტექსტის მიხედვით;
დ) ეკითხები სიტყვის
მნიშვნელობას სხვას ან ეძებ ლექსიკონში.
8. როგორ უფრო
გირჩევნია ტექსტის კითხვა ?
ა) ინდივიდულაურად ბ) წყვილებში გ ) ჯგუფურად
9. შეგიძლია
თუ არა წაკითხვის შემდეგ ტექსტის ირგვლივ კითხვების
დასმა ?
ა) დიახ შემიძლია ბ) არ შემიძლია გ) მიჭირს კითხვების დასმა
10. შეგიძლია თუ არა ტექტის წაკითხვის შემდეგ კითხვებზე
პასუხის გაცემა ?
ა ) დიახ;
ბ ) არ შემიძლია
დამოუკიდებლად
გ) მიჭირს პასუხების
გაცემა
დანართი მე–3
ანკეტა საბაზო საფეხურის მშობლებისათვის
მოგესალმებით !
ვატარებ პრაქტიკულ კვლევას: „არამხატვრული ტექსტების გაგება–გააზრების პრობლემა და მისი გაუმჯობესების გზები“.
თქვენი , როგორც მშობლის, მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია
კვლევის წარმატებისათვის. თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია. შეგიძლიათ არ მიუთითოთ
საკუთარი სახელი და გვარი.
1 .რამდენად ახერხებთ იკითხოთ შვილთან ერთად ?
ა) პრაქტიკულად
ყოველდღე .
ბ) ძალიან იშვიათად.
გ) ვცდილობ ხშირად
ვიკითხო მასათან ერთად .
დ) პრაქტიკულად
ვერ ვახერხებ .
2 . დაასახელეთ ხელისშემშლელი
ფაქტორი, რომლის არსებობაც გავლენას ახდენს იმაზე, რომ შვილებთან ერთად იკითხოთ საინტერესო
ლიტერატურა
3 . რომელი
ტიპის ტექსტებს კითხულობთ უფრო მეტად ?
ა) მხატვრული
ბ) ინფორმაციული
გ ) ორივე
დ) ვერცერთს
4. რომელი ტიპის ტექსტები მოსწონს თქვენს შვილს უფრო
მეტად ?
ა) მხატვრული ბ) ინფორმაციული გ)
ორივე დ) არ ვიცი
5 . წაკითხვის
შემდეგ მსჯელობთ თუ არა ტექსტის ირგვლივ?
ა) არ ვმსჯელობთ
ბ) ვმსჯელობთ,
გ) ვეკითხები რა
მოეწონა და რა არ მოეწონა.
დ) ვცდილობ ვიმსჯელოთ,
მაგრამ ყოველთვის არ გამოგვდის.
6 .რას ამჩნევთ, რომელი ტიპის ტექსტის გაგება -გააზრება უფრო მეტად
ეძნელება თქვენს შვილს ?
ა) მხატვრული ბ) არამხატვრული
გ ) ორივე დ) არ ვიცი
7. არჩევთ თუ არა საკითხავ ტექტს შვილის ასაკის შესაბამისად?
ა) ხანდახან ვცდილობ ავარჩიო ასაკის შესაბამისად
ბ) არ ვაქცევ ყურაღებას, რას წაიკითხავს
გ) აუცილებლად ვარჩევ მისი ასაკის შესაბამის ტექსტს.
8. როგორ ფიქრობთ რას ნიშნავს ტექსტის გაგება -გააზრება
?
ა) როცა ბავშვს
ესმის ტექსტში ყველა სიტყვის მნიშვნერლობა;
ბ) როცა ბავშვს
შეუძლია გადმოსცეს წაკითხული;
გ) როცა ბავშვს
შეუძლია იმსჯელოს, გამოთქვას საკუთარი აზრი
წაკითხულის ირგვლივ.
9. თვლით თუ არა, რომ შვილის კარგ მკითხველად ჩამოყალიბებაში
მშობელი აქტიურად უნდა ჩაერთოს ?
ა) არ არის საჭირო მშობლის ჩარევა;
ბ) შვილი დამოუკიდებლად
უნდა ჩამოყალიბდეს აქტიურ მკითხველად;
გ) აუცილებელია
მშობლის ჩართულობა, რომ შვილი კარგ მკითხველად
ჩამოყალიბდეს.
10 . გამოკითვაში მონაწილეობდა ?
ა) დედა ბ) მამა გ) ბებია დ ) ბაბუა
გმადლობთ
დანართი მე–4
დაკვირვების ცხრილი მე–7ბ კლასისთვის
N
|
მოსწავლის გვარი, სახელი
|
1
|
2
|
3
|
4
|
1.
|
|||||
2.
|
|||||
3.
|
|||||
4.
|
|||||
5.
|
|||||
6.
|
დაკვირვების ხცხრილი მე–8ბ კლასისთვის
N
|
მოსწავლის გვარი, სახელი
|
1
|
2
|
3
|
4
|
1.
|
|||||
2.
|
|||||
3.
|
დანართი მე–5
ბიბლიოგრაფია
გამოყენებული ლიტერატურა:
2.
სამოქალაქო განათლების ინსტიტუტი, 2013, ირინა სამსონია
„წიგნიერება“(მასწავლებლის სახელმძღვანელო)
3. ნეტგაზეთი
“ბათუმელები“, წერილი: „რატომ უჭირთ ქართველ მოსწავლეებს წაკითხულის გააზრება“(24.05.2017https://batumelebi.netgazeti.ge/news/80358/?fbclid=IwAR2HbkBaaerD68NEsbP6c6LNC0ZX_ZBwLYDOW99Sn1a8bUQCTcEciUalJH8
(წერილს გავეცანი 2018 წლის 19 0ქტომბერს).
4. „განვითარებისა და სწავლის თეორიები“, თავი „ჰუმანისტური თეორია“. ავტ: ნათია ჯანაშია,
ნათელა იმედაძე, სოფიო გორგოძე, 2011, გვ.170 ).
5. დამხმარე მეთოდური ვიდეომასალები საქართველოს
სკოლების მასწავლებლებისთვის https://edu.aris.ge/news/damxmare-metoduri-videomasalebi-saqartvelos-skolebis-maswavleblebistvis.html
(2018 წლის 25 აგვისტო).
რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების
შესახებ
სსიპ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის საჯარო სკოლაში ჩავატარე საკუთარი პრაქტიკის
კვლევა: „არამხატვრული
ტექსტების გაგება–გააზრების პრობლემა და მისი
გაუმჯობესების გზები“.
კვლევის მიზანი იყო: VIIბ-VIIIბ
კლასკომპლექტში არამხატვრული ტექსტის გაგება- გააზრებასთან დაკავშირებული
პრობლემების გამომწვევი მიზეზების დადგენა, მათ გადასაჭრელად
შესაბამისი ინტერვენციების
დაგეგმვა, განხორციელება და მიღწეული შედეგების შეფასება.
ვფიქრობ, მიღებული შედეგი შეიძლება დადებითად შეფასდეს, ამიტომაც გავუზიარე კოლეგებს.
კვლევისას დაგეგმილი
და განხორციელებული ინტერვენციები, გამოტანილი დასკვნები დამეხმარა, რომ კოლეგებთან მესაუბრა ჩემი გამოცდილების შესახებ, კერძოდ, კითხვის ეფექტური მეთოდების გამოყენებით როგორ შეიძლება
აღმოიფხვრას არამხატვრული ტექსტების გაგება–გააზრების პრობლემა. კოლეგები დაინტერესდნენ
ჩემ მიერ განხორციელებული კვლევის ძირითადი ასპექტებით, მიგნებებით, ინტერვენციებით. აღნიშნეს, რომ თანამედროვე მრავალფეროვანი
მეთოდების დანერგვითა და გამოყენებით გამოვლენილი
პრობლემის მოგვარება შესაძლებელია.
ჩემი აზრით, დადებითად შეიძლება ჩაითვალოს არა მხოლოდ ჩემს საგანში მიღწეული შედეგი, არამედ
ისიც, რომ მასწავლებლები და მოსწავლეები ეროვნული გეგმით გათვალისწინებული ყველა საგნის
შესწავლისას გამოიყენებენ აქ დაგროვილ გამოცდილებას.
კვლევის შედეგების გაზიარება ნამდვილად საინტერესო
აღმოჩნდა კოლეგებისათვის. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ისინი აკვირდებოდნენ კვლევის
მიმდინარეობას. დაინტერესდნენ შედეგებით, რეკომენდაციებით, დასკვნებით; თავადაც
გაუჩნდათ სურვილი, რომ ჩემ მიერ გამოყენებული მეთოდები დანერგონ საკუთარ პრაქტიკაში.
ზოგიერთი კოლეგა ფიქრობს, რომ საინტერესო
აქტივობების განერგვა და გამოყენება რთულია კლასკომპლექტებში, რადგან ერთდროულად
ორ კლასთან მუშაობს მასწავლებელი, ამიტომაც გაკვეთილის დაგეგმვისას
სირთულეები ჩნდება.
კვლევის შედეგები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ აუცილებელია,
მასწავლებელი განუწყვეტლივ ფიქრობდეს საკუთარი პრაქტიკის გაუმჯობესებაზე.
ამისათვის უნდა ესწრებოდეს მასწავლებლის სახლის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს, სხვა
ღონისძიებებს, ეცნობოდეს თანამედროვე მიღწევებს პედაგოგიკაში. უდავოა, რომ
მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კვლევაზე დაფუძნებულ სწავლებას.
ნონა
გეთიაშვილი კაჭრეთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლტერტურის მასწავლებელი